ახალციხეში, მოტო რბოლაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
ქალაქ ახალციხეში, მოტო რბოლაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა რეგიონიდან 30-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირში ახალციხელმა მოტო მრბოლელებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს.
„ექსპერტის“ კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელი არმენ გრიგორიანი გახდა.
„ჰობის“ კატეგორიაში კი პირველი ადგილი ილია მანველიშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე ნიკა შერაევი გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გიორგი ჭალიძე გახდა.
რაც შეეხება საბავშვო კატეგორიას მეორე ადგილი არმან კარაპეტიანმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე რუბენ ჩილინგაროვი გავიდა.
გამარჯვებულ სპორტსმენებს მედლები, თასები, სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ. ჩემპიონატი საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრის ორგანიზატორი კი "ენდურო ქლაბ ახალციხე" იყო.