ფესტივალმა ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა ჩვენი ქვეყნისთვის - მამუკა ხაბარელი „ბაკურიანი 2025“-ზე
ფესტივალმა, როგორც ორგანიზების მხრივ, ასევე საშეჯიბრო ინფრასტრუქტურის მხრივ, ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა ჩვენი ქვეყნისთვის, - განუცხადა „ქრონიკას“ ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, უკვე ძალიან თამამად და თავისუფლად შეგვიძლია განაცხადი გავაკეთოთ უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებებზეც კი.
„ფესტივალმა, როგორც ორგანიზების მხრივ, ასევე საშეჯიბრო ინფრასტრუქტურის მხრივ, ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა ჩვენი ქვეყნისთვის.
დარწმუნებული ვარ, ევროპის მასშტაბით იქნება თუ მსოფლიო მასშტაბით, ჩვენ უკვე ძალიან თამამად და თავისუფლად შეგვიძლია განაცხადი გავაკეთოთ უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებებზეც კი.
დარწმუნებული ვარ, ყველა მიიღებს გადაწყვეტილებას ნდობა გამოგვიცხადოს ამ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრების ორგანიზების შემდეგ“, - აღნიშნა მამუკა ხაბარელმა.