ჩინეთის ქალაქ ჟენგჟოუში გამართულ ჩემპიონატზე კრივში,
ახალციხელი სპორტსმენი საუკეთესო მებრძოლად დასახელდა.
ამირან გოგოლაძემ 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. პირველივე
რაუნდში მან მე–40 წამზე ჩინელი მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა. 33
ბრძოლიდან ერთადერთი გამარჯვებული, რომელიც ნოკაუტით გამოვლინდა,
სწორედ ქართველი მებრძოლი იყო.
ჩემპიონატზე საქართველო ახალციხის კლუბმა "13 LEGION"–მა ერთი
სპორტსმენით წარადგინა.
კლუბის პრეზიდენტისა და ამირან გოგოლაძის მთავარი მწვრთნელის
განმარტებით, ახალციხელმა სპორტსმენმა ტრამვირებული ხელით იბრძოლა.
მან თაბაშირი 2 იანვარს მოიხსნა. მიხეილ მესხის თქმით, ჩინელი
სპორტსმენი გოგოლაძემ, პრაქტიკულად ცალი ხელით დაამარცხა.
"ამირან გოგოლაძე არის გმირი, რომელმაც მოტეხილი ხელით
იჩხუბა. ამირანმა 26 დეკემბერს იტკინა ხელი. 2 იანვარს თაბაშირი
მოვხსენით. ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ, მაგრამ ბრძოლაზე უარი არ
უთქვამს. ეს არის გმირობა! ჩვენ ვმუშაობდით იმაზე თუ როგორ უნდა
ეჩხუბა ამირანს ცალი ხელით და ჩვენ ესეც შევძელით. ამირანმა I რაუნდის
40 წამზე ჩინელი სპორტსმენი ნოკაუტში გაუშვა. 32 ჩხუბიდან მხოლოდ ერთი
ნოკაუტი გაკეთდა და ქართველი სპორტსმენი ტურნირის საუკეთესო მებროლად
დაასახელეს" – აცხადებს მიხეილ მესხი.
ჩემპიონატი ჩინეთში, ქალაქ ჟენგჟოუში მიმდინარე წლის 6 იანვარს
გაიმართა.