ახალციხელი სპორტსმენები, თბილისის ჩემპიონატიდან, ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ
მესხი სპორტსმენები, ტაეკვანდოში გამართულ თბილისის ღია ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ.
ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, აწყურის მკვიდრმა მედეა ლაბაძემ, 46 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და მე-3 ადგილი მოიპოვა.
მესამე ადგილზე გავიდა 41 კგ წონით კატეგორიაში მებრძოლი აწყურელი ია ლაბაძეც,
საპრიზო ადგილი მოიპოვა წინუბნელმა გიორგი კურტანიძემაც, რომელმაც 45 კგ წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი დაიკავა.
ასევე, ბრინჯაოს მედალოსანი გახდა ზიკილიელი გიორგი მაისურაძე 58 კგ წონით კატეგორიაში.
თბილისის ღია ჩემპიონატი 11-12 მარტს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონმა მიიღო.
ტაეკვანდოს შემსწავლელი წრე, ერთი წელზე მეტია, სოფელ აწყურში ფუნქციონირებს.