აწყურის სკოლის გუნდი, მინი–ფეხბურთში, რეგიონის პირველობისთვის იბრძოლებს
"სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" ფარგლებში, აწყურში, მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა.
გამგეობის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან ცხრა გუნდმა მიიღო. ნახევარ ფინალში გურკელის, ვალის II, მუსხისა და აწყურის საჯარო სკოლების გუნდები გადავიდნენ. ფინალში კი ერმანეთს მუსხისა და აწყურის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული აწყურის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელიც ბრძოლას რეგიონის პირველობისათვის გააგრძელებს.
მინი–ფეხბურთის ჩემპიონატს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა გაუწია.