“მე–13 LEGION”-ის სპორტსმენმა ამირან გოგოლაძემ ინგუშეთში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
სპორტსმენი M-1 Selection ვერსიით, 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ინგუშ მოწინანაღმდეგეს იბრაგიმ საგოვს შეხვდა და ბრძოლა მალევე მისი აშკარა უპირატესობით დასრულდა.
ამირან გოგოლაძის მწვრთნელის თქმით, მსგავსი წარმატება ამ სპორტში ახალციხისთვის პირველია. მიხეილ მესხი აცხადებს, რომ ამირან გოგოლაძემ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო
ჩემპიონატი
22 ივლისს გაიმართა. ამირან გოგოლაძემ ინგუშეთში საქართველოს სახელით იასპარეზა.