სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გეზრბენში შეჯიბრით დაიწყო, სადაც მონაწილეობას ქალაქ ახალციხის საჯარო და კერძო სკოლები იღებდნენ.
გამარჯვება გოგონებშიც და ვაჟებშიც ახალციხის N3 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს, რომლებიც მონაწილეობას რეგიონალურ თამაშებზე მიიღებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი საქართველოს პირველობაზე გაემგზავრებიან. შეჯიბრება ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით გაიმართა და პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს შესაბამისი თასები, მედლები და სიგელები გადასცა.
ინფორმაციას და ფოტოებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.