პიტნა – კუჭის დაავადებების სამკურნალო ბუნებრივი საშუალება
21.04.2017
ბაღის პიტნა ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენელია.
მრავალწლიანი, ძირიდანვე დატოტვილღეროიანი და ფესვურიანი მცენარეა.
მთელი მცენარე ეთერზეთებს შეიცავს.
მედიცინაში პიტნისაგან მიღებული მენთოლი ნევრალგიურ ტკივილგამაყუჩებლად გამოიყენება გარეგანი ხმარებით, აგრეთვე შაკიკის, კბილის ტკივილის დროს. ანტისეპტიკურ საშუალებად გამოიყენება სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტის და ბრონქოექტაზიის დროს.
მენთოლის მიღება რეკომენდებულია სტენოკარდიის, კუჭის ტკივილის დროს, მას ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი სპაზმოლიტური და ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. იწვევს კორონალური ძარღვების რეფლექსურ გაგანიერებას.
პიტნის ფოთლების ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება როგორც გულისრევის და პირღებინების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
ხალხი სამკურნალოდ გამოყენებისას პიტნის სახეობების გარჩევას არ აწარმოებს. ბაღის პიტნის გარდა სამკურნალოდ ხმარობენ და ზოგჯერ უპირატესობასაც აძლევენ ველურად მოზარდ პიტნასაც.
ბაღის პიტნა უპირატესად კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის დროს გამოიყენება, იმ შემთხვევაში, თუ მას კუჭის შეკრულობა არ ერთვის თან. პიტნას გულისა და ფილტვების დაავადებების, განსაკუთრებით ფილტვებიდან სისხლღებინების შემდეგ სამკურნალოდ იყენებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.