9 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ და არ მოიმატოთ წონაში
უკალორიო საკვები ბუნებაში არ არსებობს. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ისეთებიც, რომელთა მირთმევაც შეგიძლიათ თითქმის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რადგან ისინი შეიცავს ბევრ წყალს და ძალიან ცოტა კალორიას.
ნიახური
ნიახური თითქმის 95% წყალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არანაირი სარგებელი არ მოაქვს ჯანმრთელობისთვის. ნიახური შეიცავს კალციუმს, ფოლიუმის მჟავას, K ვიტამინს და ამ პროდუქტის მიღება შეზღუდვის გარეშე შეგიძლიათ. თუმცა უმჯობესია მისი მირთმევა მაშინ, როცა ის ახალია. ბოსტნეული კარგავს უამრავ ანტიოქსიდანტს შეძენიდან 5-7 დღეში.
კალორიული შემცველობა : 16 კკალ 100 გ-ზე
მოცვი
მოცვი ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური შემცველობით. კენკრა შეიცავს უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა. გარდა ამისა, ერთი ჭიქა მოცვი შეიცავს დაახლოებით 85 კალორიას, ამიტომ ამ პროდუქტის უსაფრთხოდ ჭამა შეზღუდვის გარეშე შეგიძლიათ წონის დაკლებისას.
კალორიული შემცველობა : 44 კკალ 100 გ-ზე
კიტრი
ამ საკვების მირთმევა შეიძლება ნებისმიერი რაოდენობით, რადგან ისინი თითქმის მთლიანად წყალია, ხოლო მარცვლებსა და კანს აქვს ძირითადი კვებითი ღირებულება, ამიტომ კიტრი არ უნდა გაასუფთავოთ კანისგან. უპირატესობებში შედის თვალებისთვის სასარგებლო ბეტა-კაროტინი.
კალორიული შემცველობა: 16 კკალ 100 გ-ზე
პომიდორი
პომიდვრის შესახებ ყველაზე ცნობილი ფაქტი ის არის, რომ ის შეიცავს ლიკოპენს, ანტიოქსიდანტს, რომელიც ეხმარება ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლას, ასევე ფოლიუმის მჟავას, ქრომს, კალიუმს. მიუხედავად ყველა საკვები ნივთიერებისა, ერთი საშუალო ზომის პომიდორი შეიცავს დაახლოებით 25 კალორიას, ამიტომ ამ პროდუქტისგან წონის მომატება შეუძლებელია.
კალორიული შემცველობა : 18 კკალ 100 გ-ზე
გრეიფრუტი
კვლევებმა აჩვენა, რომ გრეიფრუტი ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და ამის გამო მას შეუძლია დააჩქაროს წონის დაკლება. ეს იმის გამო ხდება, რომ გრეიფრუტი ამცირებს შიმშილს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციის გზით და გაგრძნობინებთ, რომ დანაყრებული ხართ. გრეიფრუტში შემავალი ვიტამინი C ამცირებს ჯანმრთელობის პრობლემების რისკს, მათ შორის კიბოს და გულის დაავადების. გრეიფრუტი ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხოლო ფოლიუმის მჟავა მას ორსულთათვის იდეალურ საჭმელად აქცევს.
კალორიული შემცველობა : 42 კკალ 100 გ-ზე
ბროკოლი
ბროკოლი უმჯობესია მიირთვათ უმი ან ორთქლზე მოხარშული. ის შეიცავს ანტიკანცეროგენებს, ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებს კიბოს გამოწვევას. შეიცავს A, C, E და K ვიტამინებს.
კალორიული შემცველობა: 34 კკალ 100 გ-ზე.
ყვავილოვანი კომბოსტო
ამ პროდუქტის მიღება ასევე შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობით. გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფოლიუმის მჟავას, C და K ვიტამინებს.
კალორიული შემცველობა : 25 კკალ 100 გ-ზე.
მაყვალი
ბევრი სხვა კენკრისა და ხილის მსგავსად, ის მდიდარია C ვიტამინით, ასევე ბიოფლავონოიდებით. მაყვლის მირთმევა ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას, კანის გაახალგაზრდავებას.
კალორიული შემცველობა: 44 კკალ 100 გ-ზე.
სალათის ფოთოლი
მიუხედავად იმისა, რომ სალათის ფოთოლი არ არის მდიდარი ცილებით, ის მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რკინით, A და C ვიტამინებით.
კალორიული შემცველობა: 15 კკალ 100 გ-ზე.