მოვესწარით, მოვიდა ქვეყნის პატრონი თაობა
ძველი თაობის სრულ უმეტესობას სახელმწიფო გყავთ წარმოდგენილი როგორც პატრონი და ეს არის ყველა პრობლემის თავი და თავი. მეცნიერულად პატერნალისტური ჰქვია.
პატრონის მორჩილებას ასწავლიდნენ და აჩვევდნენ თაობებს საუკუნეების მანძილზე ფეოდალურ საქართველოში.
ბატონ ყმობა არა, პატრონ ყმობა გვქონდაო, ანუ კარგი რამეო. მერე გამოაცხადეს პატარა ერს პატრონი სჭირდებაო და იმპერიას მონობაში მიყიდეს ქვეყანა. უსაძაგლესი პატრონი წითელი იმპერია ვირტუალური "ნათელი მომავლის" ჯოჯოხეთში მიგვიძღვებოდა.
ზვიადმა ხალხთან ერთად მოსპო წითელი იმპერია, სცადა ხალხისთვის გადაეცა საკუთრებაში ქვეყანა, ოღონდ "დიდმა პატრონებმა" დაამხეს და მოკლეს. ბოლო სამი ათეული წელი ისევ პატრონი სახელმწიფო და შედეგად გაუთავებელი პრობლემები.. დემოკრატიული სახელმწიფო არის ხალხის საკუთრება, ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება არის სახელმწიფოს პატრონი.
დემოკრატიაში არავინ და არაფერია ხალხის ნებაზე მაღლა. დემოკრატიაში ხალხს ეკუთვნის ეკონომიკა, ეკონომიკა დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან, ხალხი პატიოსნად შრომობს, იხდის გადასახადებს და თავად ქირაობს ხალხის და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მსახურ პოლიტიკოსებს.
დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთ ოჯახში ყოფნა სულაც არ ნიშნავს რომ ისინი გვიპატრონებენ, როგორც ყვირიან ანტიევროპელი პროპაგანდისტები. აი, არც რუსეთის და არც ამერიკა ევროპის მონობა რომ არ უნდათ. ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება პატრონის გარეშე. ენაშიც ხომ გაბატონებული გვაქვს გამოთქმები: "ვაი შენს პატრონს" ,
"შე უპატრონოო", ანუ საწყალოო.. ანუ პატრონი თუ არ გყავს დაღუპული ხარ.
ერის ცნობიერში საუკუნეებით გამჯდარი პატრონის მოლოდინი, რადგან დემოკრატია არც არასდროს გვქონია. დემოკრატიის ორივე მცდელობა ერთ საუკუნეში ორივეჯერ სისხლში ჩაგვიკლეს დიდმა პატრონებმა. ახალმა თაობამ იცის ძველებისგან განსხვავებით. პატრონი არ სჭირდებათ, გრძნობენ რომ თავად არიან ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელი და არა ერთი მუჭა სხვა პატრონის მსახური სახელმწიფოს ჩინოვნიკობა.
ისინი თავად არიან პატრონები, იციან რომ მათ ეკუთვნით ქვეყანა და ვაი იმ პოლიტიკოსებს თუ არ დაუჯერებენ და არ შეასრულებენ იმ დაკვეთას რასაც პატრონი ხალხი მოითხოვს. ძველებო, ენდეთ ჩვენს დიდებულ ბიჭ-გოგონებს. ისინი ქვეყანას არავის დაუთმობენ. ჩვენი გამოცდილება და გვერდში დგომა სჭირდებათ.
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის დამფუძნებელი
თეიმურაზ ზაქრაძე