როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე კვირას?
15 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს,
აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.
სამცხე-ჯავახეთში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. 12 ივლისს ახალციხეში დღისით 26, ღამით კი 17 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 25 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 17-ს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 26 გრადუსი იქნება, ღამით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 25, ღამით კი 16 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია. ახალქალაქში დღისით 25 და ღამით 12 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 24 და ღამით 11 გრადუსს ვარაუდობენ.
ტემპერატურა მცირედით მოიმატებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 22 გრადუსს, ხოლო ღამით 15-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 21 ღამით კი 12 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 20 გრადუსია მოსალოდნელი.