ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, ვის შეეძლება მიმოსვლა გამკაცრებული შეზღუდვების დროს
პრემიერის პრესსპიკერმა გამართულ ბრიფინგზე ის დეტალები განმარტა, ვისაც გამკაცრებული შეზღუდვები არ შეეხება. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 15 აპრილის 21:00 სთ-დან ოთხ დიდ ქალაქში აიკრძალება მიმოსვლა.
ირალი ჩიქოვანის თქმით, შეზღუდვები არ შეეხება:
,,სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას,
საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს,
დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლების გადაადგილებას,
ბრალდებულების და მსჯავრდებულების გადაყვანას,
საფოსტო და სატელეფონო კომუნიკაციის გადაზიდვებს,
ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონების და სხვა ფასეულობების ინკასაციას,
ელექტროენერგიის,ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების და უზრუნველყოფის მიზნით
აუცილებელ გადაადგილებას,
სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარცენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების
მიზნით გადაადგილებას,
სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ
გადაადგილებასთან,
ჟურნალისტების საქმიანობას,
სარიტუალო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მიცვალებულთა გადასვენება/დაკრძალვას,
ჰუმანიტარული მიზნებით საერთაშორისო ორგანიზაციების გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც
არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის დროს,
ასევე მთავრობის მიერ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.
ასევე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში აუცილებელი გარეთ გამოსულმა ნებისმიერმა მოქალაქემ, თან იქონიოს პირადობა.
მთავრობა ასევე გადაუგზავნის 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე
ყველა შეზღუდვა და აკრძალვა მიმართულია იქითკენ, რომ ავირიდოთ ფართო გავრცელება.
ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, რომ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ სახლები და ამით დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე" - აღნიშნა ირალი ჩიქოვანმა.