covid-19 დიაგნოზით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ. 53 წლის პირი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის კურსს გადიოდა ლატვიის ინფექტოლოგიის ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილს გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
„ლატვიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა“,-აცხადებენ უწყებაში.