ჩემი კოლეგების კონფერენციაზე, ჩაქვში, ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე
ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა დაიწყება.
„სასტუმრო „ოაზისში“ ჩემი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ პირს ჰქონდა საეჭვო სიმპტომები, კონტაქტირებული იყო ინფიცირებულთან, რის გამოც ის გაიტესტა. სწორედ ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მას ინფექცია დადასტურდა“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში აპრილის შემდეგ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.