158 ახლი შემთხვევიდან ყველაზე მეტი რაოდენობა აჭარასა და სამეგრელოში დაფიქსირდა
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონას 158 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 87 - აჭარას, 28 - სამეგრელოს, 19 - იმერეთს, 18 - თბილისს და 6 - გურიას უკავშირდება. მისივე განმარტებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სწრაფი და თანაზომიერი ქმედებები ხორციელდება.
„ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა მაგრამ ეს 158 შემთხვევა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. მინდა ავხსნა რატომ არ არის ეს პანიკის საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მყისიერი სწრაფი თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მიერ. ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების მყისიერი, სწრაფი გამოკვლევები და დადასტურება. შემიძლია გითხრათ, რომ ამ 158 შემთხვევეის ყველაზე დიდი რაოდენობა გახლავთ ბათუმიდან და აქ თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ. ასეთი სწრაფი კვლევები და დადასტურებული პაციენტების რაოდენობა იმის საშუალებას იძლევა, რომ მათი კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ. რითიც ჩვენ დაავადების განხორციელების შეწყვეტას განვახორციელებთ, რაც ლოკალიზაციისკენ გადასვლას ნიშნავს. ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ასევე ცაგერიც. ეხლა მიდის ასეთივე აქტიური ქმედებები იმერეთშიც და სამეგრელოშიც“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ