ბათუმში, კოვიდინფიცირებული 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა – მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა.
მისივე თქმით, საავადმყოფოში 9 კრიტიკული მდგომარეობის მქონე პაციენტი მკურნალობს.
,,სამომავლოდ განიხილება, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს Covid 19-ის ძირითადი მიმღები მძიმე და კრიტიკულ პაციენტების მიმართებაში. დღეს, ჩემი ვიზიტით ეს საქმე თითქმის ამ გზაზე დგას. დღეს, ვნახე 141 პაციენტი, რომელთა 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, აქედან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 9. საწოლფონდი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება დინამიკა და უნდა ვიყოთ მზად, რომ პაციენტების მატების შემთხვევაში, საწოლფონდი იყოს საკმარისი. რისკების დათვლით, ხარისხის დათვლით დროულად უნდა მოხდეს პაციენტების დიფერენცირება სასტუმრო-ჰოსპიტლებში გადაყვანაზე და კლინიკაში გადაყვანაზე, იქაც ისეთი მართვა უნდა განვახორციელოთ, რომ რისკები გავითვალისწინოთ, ხარისხი არ დავაგდოთ და პაციენტების დაყოვნება შევამციროთ“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
წყარო: interpressnews.ge