306 - გამოჯანმრთელებული, 14 - გარდაცვლილი - COVID 19-ის დღიური სტატისტიკა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. COVID 19-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 215 გახდა.
ბოლო დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 11370 გახდა.
26 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.