2906 განკურნებული და 12 გარდაცვლილი - COVID 19-ის დღიური სტატისტიკა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების ისევ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა და COVID 19-ისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 19 810-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19-ით 12 ადამიანი გარდაიცვალა და საქართველოში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 273-მდე გაიზარდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით,
კორონავირუსით ყველაზე მეტი, 5 ადამიანი აჭარაში გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი,
მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი - მათ შორის, თბილისში - 52, აჭარაში - 39. 2 324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 - აჭარაში, ხოლო 1 212 - თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე“, - განაცხადა მეზვრიშვილმა“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.