ახალციხის №1 და №5 სკოლები დისტანციურ რეჟიმზე რჩებიან
05.11.2020
COVID19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ახალციხის №1 და №5 საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებას აგრძელებენ.
№1 საჯარო სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის თქმით, სკოლა ონლაინ რეჟიმზე 26 ნოემბრამდე იქნება. მისივე განმარტებით, ამ დროისათვის სასწავლო დაწესებულებაში 18 თანამშრომელია ინფიცირებული, მათგან 4 სახლში მკურნალობს, ნაწილი კი კოვიდმიმღებ საავადმყოფოებშია გადანაწილებული. ჟუჟუნა გოგოლაურის ინფორმაციით, სკოლის ერთი თანამშრომლის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ორი მასწავლებლის მდგომარეობა კი შედარებით ნაკლებად მძიმეა.
რაც შეეხევა №5 საჯარო სკოლას, აქ COVID 19-ით ორი მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლეა ინფიცირებული. სკოლის დირექტორის განმარტებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სწავლებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინ-გაკვეთილები სულ რეგიონის 7 სკოლაში ტარდება. ესენია: ახალციხის პირველი, მეხუთე და სოფელ კლდის საჯარო სკოლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 სკოლა - სოფ. უდისა და ლელოვნის და ახალქალაქის პირველი და მეოთხე საჯარო სკოლები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.