გელა დემეტრაძე COVID 19-ზე სასტუმრო "გრანდ პალასში" მკურნალობს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვაჟა ჩიტაშვილის შტაბის წევრი კორონავირუსზე მკურნალობს. გელა დემეტრაძის თქმით, ინფიცირების წყარო უცნობია.
კოვიდინფიცირებული ამბობს, რომ საეჭვო სიმპტომები 7 ნოემბერს შენიშნა, ჩატარებული გამოკვლევის შედეგად კი კოვიდდადებითი აღმოჩნდა.
იგი მკურნალობის კურსს ახალციხეში, სასტუმრო "გრანდ პალასში" გადის.
„მარტო ყნოსვა დაგვკარგე. კარგად ვარ ამჟამად. შტაბში მარტო მე დამიდასტურდა. კონტაქტები ოჯახის წევრები არიან, რომლებიც სახლში მკურნალობენ“, - ამბობს გელა დემეტრაძე. ის კოვიდსასტუმროდან 18 ნოემბერს გაეწერება.