სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 106 პირი გამოჯანმრთელდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების ახალ შემთხვევებს ისევ აღემატება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში, კოვიდ 19-ით 62 პირი დაინფიცირდა, ხოლო 106 - გამოჯანმრთელდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი – 24 შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა, 15 – ადიგენში, 7 – ბორჯომში, 7 - ასპინძაში, 5 – ნინოწმინდაში, ხოლო 4 – ახალქალაქში.
რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 974 გახდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 625-მდე გაიზარდა.
მოკვლეულია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 229 პირი. კვლევაში რჩება 138 ნიმუში.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 755 პირი. აქედან, ახალციხეში – 764, ადიგენში – 378, ასპინძაში – 138, ახალქალაქში 126, ბორჯომში – 322, ნინოწმინდაში - 27 პირი.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 290 პირია მოთავსებული, აქედან 62 – ახალციხეში, ბაკურიანის სასტუმროებში კი 228.
26 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, ოფიციალურად, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვალების 17 შემთხვევაა რეგისტირებული.