69 გამოჯანმრთელებული და 75 ინფიცირებული – სამცხე–ჯავახეთის კოვიდსტატისტიკა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 3 106-მდე გაიზარდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 75–დან 24 შემთხვევა ახალციხეში, 28 – ბორჯომში, 12 – ადიგენში 8 – ასპინძაში, და 3 – ახალქალაქში დაფიქსირდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 205–მდე პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. კვლევაში რჩება 110 ნიმუში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 69 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულია 1 209 პირი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 1 314 ადამიანი. აქედან ახალციხეში – 448 პირი, ადიგენში – 291, ასპინძაში – 140, ახალქალაქში – 117, ბორჯომში– 336, ნინოწმინდაში კი 21 პირი.
რეგიონში კარანტინში რჩება 117 მოქალაქე, აქედან 64 – ახალციხეში, 53 კი ბაკურიანში.
10 დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების 23 შემთხვევაა რეგისტრირებული.