კორონავირუსის დიაგნოზით ახალციხეში მამაკაცი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 626 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1 ადიგენში, 2 ახალციხესა და 6 ბორჯომში.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 21 პირი, კვლევაში რჩება 100 ნიმუში.
რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და 46 გახდა. 76 წლის მამაკაცი ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. ის მკურნალობის კურსს კლინიკა "იმედში" გადიოდა. სამედიცინო დააწესებულებაში ამბობენ, რომ მათთან მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. პაციენტს თანდაყოლილი დაავადებები ჰქონდა.
24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 27 პაციენტი და სულ რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 499 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 157 პირი, აქედან 51 ადიგენში, 11 ასპინძაში, 21 ახალციხეში, 4 ახალქალაქში და 50 ბორჯომში.