1 ინფიცირებული და 2 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლენილა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 4 697- ს შეადგენს.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 12 პაციენტი.
24 საათში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ მათი რაოდენობა 4 615 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 73 პირი, აქედან 7 ადიგენში, 4 ასპინძაში, 1 ახალციხეში, 4 ახალქალაქში, 56 ბორჯომში.
რეგიონში ვირუსით სულ 47 პაციენტი გარდაიცვალა.