სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 32 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 405 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 843 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 826 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 616 589-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.93%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 795 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 587 499.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 005 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 82, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.