ერთ კვირაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 162 პირი დაინფიცირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამცხე-ჯავახეთში 162 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
ერთ კვირაში გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 766 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ტესტით გამოკვლევა 74 398 პირს ჩაუტარდა.