საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 169 შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 329 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 171 ტესტი.