პირველად ადამიანს ერთდროულად COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ-ინფექცია დაუდგინდა
ისტორიაში პირველად ადამიანს ერთდროულად COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ-ინფექცია დაუდგინდა. ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალი Journal of Infection-ი წერს.
36 წლის იტალიელი 16-20 ივნისს ესპანეთში ისვენებდა, იტალიაში დაბრუნების შემდეგ კი თავი შეუძლოდ იგრძნო. მას დაეწყო ყელის ტკივილი, ჰქონდა მაღალი სიცხე. კაცმა ქალაქ კატანიას საავადმყოფოს მიმართა, სადაც ის ინფექციური დაავადებების განყოფილებაში მოათავსეს.
თავდაპირველად მას კორონავირუსი დაუდასტურდა, შემდეგ გაუჩნდა გამონაყარი და წყლულები. აივ-ინფექციაზე და მაიმუნის ყვავილზე ჩატარებულმა ანალიზებმა ასევე დადებითი პასუხი აჩვენა.
ექიმების თქმით, ესპანეთში ყოფნისას პაციენტს დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა.