COVID19
Covid 19 - ის ახალი შტამი, Arcturus გავრცელდა
მსოფლიოში Covid19-ის ახალი შტამი სახელწოდებით Arcturus გავრცელდა. ჯანმოს ცნობით, Arcturus, იგივე XBB.1.16 ომიკრონის ახალი ქვევარიანტია.
Arcturus ვარიანტის, იგივე XBB.1.16 -ის სიმპტომია მაღალი სიცხე და ხველება, ჩაწითლებული თვალები, ვირუსი ასევე იწვევს ქუთუთოების ანთებას, რამაც შეიძლება თვალების სიწითლზე და ქავილი გამოიწვიოს.
გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, COVID-19-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები ჯერ კიდევ არის:
- ცხელება ან შემცივნება
- ხველა
- ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
- დაღლილობა
- კუნთების ან სხეულის მტკივილი
- თავის ტკივილი
- გემოს ან სუნის დაკარგვა
- ყელის ტკივილი
- გულისრევა ან ღებინება
დიარეა.
ვირუსის ეს სახეობა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის აშშ-ში, ყველაზე სწრაფად კი ინდოეთში ვრცელდება, სადაც მხოლოდ ორშაბათს 60 313 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა.
Տարածեք :