კანონიდან ტერმინ "სექსუალური ორიენტაციის" ამოღებას ბორჯომი-ასპინძის დეპუტატმა მხარი დაუჭირა
ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე იმ 27 პარლამენტარს შორისაა, ვინც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" ამოღებას მხარი დაუჭირა.
ემზარ კვიციანის ინიციატივას 13 დეპუტატი არ დაეთანხმა. კვორუმისთვის 63 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, ამიტომ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით არ მიიღო.
უცნობია ახალციხე-ადიგენის და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატების პოზიცია ამ საკითხზე. გიორგი კოპაძე და ენზელ მკოიანი კენჭისყრას არ ესწრებოდნენ.
კენჭისყრის შედეგები ემზარ კვიციანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო სივრცეში ამ ტერმინების ასახვით ზნეობრივი ნორმები დაირღვა.
"საკანონმდებლო სივრცეში აღნიშნული ტერმინების არსებობა, ეწინააღმდეგება ჩვენი სამყაროს ძირითადი რელიგიების ფასეულობებს და სწავლებებს. ეს ფსევდოღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის როგორც ოჯახის ინსტიტუტთან, ასევე საზოგადოების ზნეობრივი და სულიერ საფუძვლებთან", — წერია განმარტებით ბარათში.
მომხრე:
რევაზ არველაძე;
გრიგოლ მიქელაძე;
გიორგი მოსიძე;
თამაზ ნავერიანი;
ილია ნაკაშიძე;
ზაზა პაპუაშვილი;
გია ჟორჟოლიანი;
ერეკლე ტრიპოლსკი;
გედევან ფოფხაძე;
მირიან წიკლაური;
გივი ჭიჭინაძე;
შოთა ხაბარელი;
ბიძინა გეგიძე;
გოჩა ენუქიძე;
ალექსანდრე ერქვანია;
მუხრან ვახტანგაძე;
ირმა ინაშვილი;
ემზარ კვიციანი;
კობა კობალაძე;
კარლო კოპალიანი;
გიორგი ლომია;
კობა ლურსმანაშვილი;
გენადი მარგველაშვილი;
ადა მარშანია;
არჩილ ხაბაძე;
ლერი ხაბელოვი;
ზაზა ხუციშვილი.
წინააღმდეგი:
ირაკლი ბერაია;
ანრი ოხანაშვილი;
მიხეილ ყაველაშვილი;
გოდერძი ჩანქსელიანი;
თამარ ჩუგოშვილი;
დიმიტრი ცქიტიშვილი;
ნინო წილოსანი;
ნინო გოგუაძე;
რატი იონათამიშვილი;
ირაკლი კობახიძე;
დავით მათიკაშვილი;
გუგული მაღრაძე;
ირაკლი მეზურნიშვილი.