კიბერშეტევა ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციაზეც განხორციელდა
ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.
ამ დროისთვის udm.org.ge-ზე არც ერთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის და ჩანს მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით, I'll be back (,,მე დავბრუნდები").
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურაზე, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც.
გარდა პრეზიდენტის ვებ-გვერდისა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა სასამართლოების, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების საიტებზეც, სადაც მიხეილ სააკაშვილის იგივე ფოტო ჩანს.