დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ - რასა იუკნევიჩიენე
დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ - არავითარი მაღალი დონის შეხვედრები მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება, ე.წ. “ქართული ოცნება” დემოკრატიის სირცხვილია. ამის შესახებ ევროპარლამენტარი და საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ - არავითარი მაღალი დონის შეხვედრები მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება!
ე.წ. “ქართული ოცნება” დემოკრატიის სირცხვილია. ივანიშვილი და მისი მეგობრები საქართველოს მართავენ ლეგიტიმურობის გარეშე, თავისუფალი არჩევნების აბუჩად აგდებით”, - წერს იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, იუკნევიჩიენე “საერთაშორისო მეგობრები საქართველოსთვის” განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია, რომელსაც ჯამში 43-მა ამერიკელმა და ევროპელმა მოქმედმა და ყოფილმა კანონმდებელმა და მაღალჩინოსანმა მოაწერა ხელი.