ადგილობრივ ხელისუფლებაში სააღდგომო პრემიები გაიცა
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, სააღდგომო პრემიები გაიცა.
აპრილის თვეში, ხელფასის 100% ოდენობის პრემია, ახალციხის მერიის 60–მა თანამშრომელმა მიიღო. ამაზე 53 600 ლარი დაიხარჯა. მერიაში ამბობენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში, პრემიისთვის თანხა აღარ არის.
მიმდინარე წელს ერთ პრემიას დასჯერდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტში, სადაც გამგეობისა და საკრებულოს 85 თანამშრომელზე, სააღდგომო პრემია თანამდებობრივი სარგოს 50 %-ის ოდენობით გაიცა, რამაც ჯამში 35 290 ლარი შეადგინა.
პრემიის გარეშე ჩაივლის 2017 წელი ადიგენის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ მუხლში თანხა არ აქვთ გათვალისწინებული.
სააღდგომო საჩუქარი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმაც მიიღეს, რამაც ჯამში 86 225 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მოსამსახურეებს, სააღდგომო პრემია ერთი თვის სახელფასო განაკვეთის ოდენობით მისცეს. 25 თანამშრომელზე 21 060 ლარი გადანაწილდა.