ახალქალაქის მერია თანამშრომლებს კონკურსით არჩევს
ახალქალაქის მერია საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
მუნიციპალიტეტი 15 სოფლისთვის უფროს სპეციალისტებს ეძებს. მსურველებს განაცხადის შევსება 14 დეკემბრამდე შეეძლებათ.
ახალქალაქის მერიამ კიდევ ერთი ვაკანსია გამოაცხადა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პო9ზიციაზე განაცხადის გაკეთება 20 დეკემბრამდეა შესაძლებელი.
კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. თავდაპირველად საკონკურსო–საატესტაციო კომისია წარდგენილ განაცხადებს გადაარჩევს, შემდეგ აპლიკანტებს ზეპირი დავალების შესრულება მოუწევთ. მესამე ეტაპზე კი კონკურსანტები გასაუბრებას გაივლიან.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი შემდეგ პოზიციებზეა გამოცხადებული:
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
აზავრეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ღადოლარის უფროსი სპეციალისტი;
ალასტანის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ გოკიოს უფროსი სპეციალისტი;
არაგვის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კორხის უფროსი სპეციალისტი;
ბარალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დიდი სამსარის უფროსი სპეციალისტი;
ბარალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ იხტილის უფროსი სპეციალისტი;
ბარალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პატარა სამსარის უფროსი სპეციალისტი;
ვაჩიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩამდურის უფროსი სპეციალისტი;
ზაკვის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზაკვის უფროსი სპეციალისტი;
ზაკვის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოლავერდის უფროსი სპეციალისტი;
კარტიკამის ადმინიატრაციული ერთეულის სოფელ აბულის უფროსი სპეციალისტი;
კარტიკამის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კულიკამის უფროსი სპეციალისტი;
კარტიკიამის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბუზავეთის უფროსი სპეციალისტი;
კოჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ სირკვის უფროსი სპეციალისტი;
კუმურდოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კიროვაკანის უფროსი სპეციალისტი;
ოკამის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქარცების უფროსი სპეციალისტი.