ეკონომიკა
სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო ფქვილს
საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი თითქმის 11-ჯერ გაიზარდა. 2022 წლის მარტში ქვეყანამ 8 724 ტონა ფქვილი იყიდა, ჯამში 2,589 მლნ დოლარის ღირებულების, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი პროდუქტის იმპორტმა შეადგენდა 806 ტონა - 241,7 ათას დოლარი.
რაც შეეხება კონკრეტულად ქვეყნებს, საქართველომ 2022 წლის მარტში ფქვილი ძირითადად იყიდა - რუსეთში, რომელზეც მთლიანი იმპორტის 98,7% მოდის. მცირე რაოდენობით ფქვილი შეიძინა საფრანგეთში, თურქეთსა და იტალიაში.
4 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2021 წელს ხორბლის ფქვილი იყიდა:
- რუსეთი - 8 612 ტონა, 2,507 მლნ დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 291 დოლარი)
- თურქეთი - 92 ტონა, 57,4 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 624 დოლარი)
- იტალია - 12,5 ტონა, 14 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 166 დოლარი)
- საფრანგეთი - 8 ტონა, 10,2 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 275 დოლარი)
Տարածեք :