ეკონომიკა
რეალური რისკია, რომ 2022 წელს რამდენიმე შიმშილობა გამოცხადდეს. 2023 წელი კი უარესი იქნება - გაერო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანტონიო გუტიერესის თანახმად, წელს მსოფლიოში შიმშილის რეალური რისკია. გუტიერესი მინისტრებს მოუწოდებს, გამართონ შეხვედრა სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები, რათა ბაზარი დასტაბილურდეს და შემცირდეს სამომხმარებლო ფასების მერყეობის მაღალი დონე. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

„ჩვენ უპრეცედენტო გლობალური შიმშილის წინაშე ვართ. ომმა უკრაინაში გაამძაფრა პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში მწიფდებოდა: კლიმატური პირობები, კორონავირუსის პანდემია და არათანაბარი აღდგენის პროცესი“, - ამბობს გუტიერესი.

საკვების ინტეგრირებული უსაფრთხოების ფაზის კლასიფიკაციის ინდექსით (IPC), რომელსაც გარეოს სააგენტოები იყენებენ სასურსათო უსაფრთხოების გასაზომად, 34 ქვეყანაში მილიონობით ადამიანია შიმშილობის ზღვარზე.

„რეალური რისკია, რომ 2022 წელს რამდენიმე შიმშილობა გამოცხადდეს. 2023 წელი კი უარესი იქნება“, - თქვა გუტიერესმა.

გაეროს ხელმძღვანელის თანახმად, ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია მანამ, სანამ უკრაინა და რუსეთი, რომლებზეც ხორბლის გლობალური ექსპორტის 29% მოდის, ვაჭრობის გასაგრძელებლად გზას არ მონახავენ.

უკრაინის პორტები რუსეთის მიერ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ დაბლოკილია. მოსკოვში გარკვეული სანქციების მოხსნას ითხოვენ და ამის შემდეგ განაახლებენ მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს. გაერო და თურქეთი რუსეთთან შეთანხმების მიღწევაზე მუშაობენ.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.