ეკონომიკა
რომელი პროდუქტები გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად?
2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.7% განისაზღვრა.
გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა:
- სიმინდის ფქვილი - 83.2%
- ხახვი - 74%
- კარტოფილი - 54.5%
- ნამცხვარი - 41.7%
- საზამთრო - 38%
- ვაფლი კრემით - 36.1%
- მდოგვი - 35.4%
- შესქელებული რძე - 29%
- მწვანე ლობიო - 27%
- კარამელი - 26.4%
Տարածեք :