10 კომპანია, რომელმაც 2022 წელს რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ხილი გაყიდა
საქართველოს სავაჭრო დამოკიდებულება რუსეთზე იზრდება. ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში კი, ჩრდილო მეზობელი უპირობო ლიდერია.
ხილ-ბოსტნეულის ქართულმა ექსპორტმა რუსეთში 2022 წელს 75 მილიონი დოლარი შეადგინა.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ 10 კომპანიის ჩამონათვალს, რომლებმაც გასულ წელს, რუსულ ბაზარზე ყველაზე დიდი ოდენობის ხილი გაყიდა:
ხილ-ბოსტნეულის ქართულმა ექსპორტმა რუსეთში 2022 წელს 75 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2014 წლიდან 2022 წლამდე ექსპორტი რუსეთში საშუალოდ, 8 მილიონი დოლარით გაიზარდა წელიწადში, როცა ექსპორტი 390 მლნ დოლარი იყო.
შპს გეო ხილი - 2019 წელს დარეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს ელდარი ზარქუა ფლობს.
შპს გორი - 2021 წელს რეგისტრირებული კომპანიის 50-50%-ის მფლობელები თამაზ ფსუტური და მიხეილ საბაშვილი არიან.
შპს დემე - კომპანიის რეგისტრაციის თარიღი, 2015 წელია. წილის 100%-ს კი, ბიჭიკო მენაფირი ფლობს. იგივე კომპანია 2022 წელს რუსეთში ბოსტნეულის ექსპორტიორ 10 კომპანიაშიც შედიოდა.
შპს ისოგრინი - 2021 წელს დაარსებული კომპანიის წილის 100%-ს იშარატ მამედოვი ფლობს.საქსტატის ცნობით, კომპანია, ასევე ბოსტნეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია.
შპს ოლლ ინ ვან - წილის 100%-ს თალეხ ნამაზოვი ფლობს.
შპს პაკო 2017 - კომპანიის, რომლის 100% წილი პავლე გუდაშვილს ეკუთვნის,როგორც ხილის ასევე ბოსტნეულის 10 მთავარ ექსპორტიორ კომპანიაშია.
შპს ფრეშ ფრუქტი - 2016 წელს დარეგისტრირებული კომპანიის 100% აკაკი ზაზარაშვილს ეკუთვნის.
შპს ფრეშბერი ექსპორტი - 2020 წელს დარეგისტრირებული კომპანია სრულად ილია ბენდელიანის საკუთრებაა.
შპს ხილის წარმოება - გასულ წელს რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ზაზა შანიძეა.
შპს ჯეო გოლდენ ფრუტი - 2019 წელს დარეგისტრირებული კომპანიის 100% საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქის კახა გორდულაძის საკუთრებაა.
ინფორმაციისთვის, ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.