ეკონომიკა
„თიბისის“ ანგარიშიდან სხვა ბანკის ანგარიშზე გადარიცხვის ტარიფი იცვლება
“1-ლი მაისიდან „თიბისის“ ანგარიშიდან სხვა ბანკის ანგარიშზე ლარის გადარიცხვის ტარიფი იცვლება,“ - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ 1 მაისიდან იცვლება "თიბისის" ანგარიშიდან სხვა ბანკის ანგარიშზე ლარის გადარიცხვის ტარიფი.
ტარიფი უცვლელი დარჩება საბანკო ნაკრების ფარგლებში არასტანდარტული ტარიფებით მოსარგებლეთათვის,“- ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Տարածեք :