რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ყველაზე მეტი ნავთობი 2023 წელს საქართველოში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს, იანვარში საქართველოში 98,944 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გასული წლის იანვარში ქვეყანამ 99,487 ტონა პროდუქტის იმპორტი განახორციელა.
ამასთან, წელს საქართველომ 98,944 ტონა საწვავიში 82,517 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, შესაბამისად, გამოდის, 1 ლიტრი საწვავის იმპორტი, საშუალოდ, 81 ცენტი დაუჯდა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ყველაზე იაფი რუსეთიდან დაჯდა, საშუალოდ, 72 ცენტი. პროდუქტის სიიაფით მეორე ადგილზეა რუმინეთი, საშუალოდ, 78 ცენტით.
უფრო კონკრეტულად გთავაზობთ, ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა:
რუსეთი - 51 253 (37,120 მლნ აშშ დოლარი)
რუმინეთი - 13 796 ტონა (10,824 მლნ აშშ დოლარი)
ბულგარეთი - 11,523 ტონა (9,497 მლნ აშშ დოლარი) საშუალოდ, 82 ცენტი
აზერბაიჯანი - 7 540 ტონა (5,831 მლნ აშშ დოლარი) საშუალოდ, 1,87 აშშ დოლარი
თურქმენეთი - 4 605 ტონა (3,910 მლნ აშშ დოლარი) საშუალოდ, 85 ცენტი.