რუსულმა Unistream-მა საქართველოში ფულადი გზავნილები განაახლა
რუსული გადახდის სისტემა Unistream-მა საქართველოში გადარიცხვები განაახლა - ამის შესახებ ინფორმაციას Vestikavkaza ავრცელებს.
„რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელი გახდა“ - ამის შესახებ კომპანიის გამგეობის ხელმძღვანელის მოადგილემ, იულია კავერინამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ფულადი გზავნილების შესაძლებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართველებს ახლობლების ფინანსური დახმარება გაუადვილდებათ“ – აცხადებს იულია კავერინა
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულს ქართული ბანკების უმეტესობამ აღნიშნულ გადახდის სისტემასთან მუშაობა შეწყვიტა. მიზეზი აშშ-ის მიერ Unistream-ის დასანქცირება იყო.
მომხდარის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.
,,გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორცილება Uნისტრეამ-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream-ის სწრაფი გადახდის სერვისს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Uნისტრეამ-ი გასული წლის ივლისიდან სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება. საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისა.
ეროვნული ბანკი როგორც ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი არ დაუშვებს ქართულ საფინანსო სისტემაში სანქცირებული კომპანიის მეშვეობით ფულადი გზავნილების განხორციელებას. ამასთან, ქართული საფინანსო სექტორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს", - აცხადებენ სებ-ში.