სად არის ყველაზე მეტი ბიზნესი რეგისტრირებული
მიმდინარე წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 273 745 აქტიური ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 10 738 ბიზნესია დარეგისტრირებული, ამ რაოდენობის მიხედვით სამცხე-ჯავახეთი, თბილისსა და სხვა რეგიონებს შორის მერვე ადგილზეა.
ბიზნესის დარეგისტრირების მიხედვით, ყველზე მეტი ბიზნესი, თბილისში ფუნქციონირებს, უფრო კონკრეტულად, დედაქალაქში ჯამში 120 360 აქტიური ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული, იმერეთში 31 571, ხოლო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 30 443.
ბიზნესის რეგისტრაციის მიხედვით რეგიონების ჩამონათვალი ასეთია:
ქვემო ქართლი - 19 609 (7,2%)
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 18 273 (7%)
კახეთი - 15 389 (6%)
შიდა ქართლი - 12 461 (5%)
სამცხე-ჯავახეთი - 10 738 (4%)
გურია - 6 231 (2,3%)
მცხეთა-მთიანეთი - 5 870 (2%)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 717 (1%)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა - 16 (0,01%)
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ 995 678 ბიზნეს სუბიექტი იყო დარეგისტრირებულ თუმცა, ამათგან აქტიური მხოლოდ 27%-ია.