რამდენია 8 თვეში საბანკო სექტორის სუფთა მოგება საქართველოში
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2024 წლის იანვარ-აგვისტოს ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტაციის თანახმად, მიმდინარე წლის 8 თვეში საბანკო სექტორმა წმინდა მოგების სახით 2.02 მილიარდი ლარი გამოიმუშავა. მათ შორის მოგებით პირველ ადგილზეა საქართველოს ბანკი, რომლის მოგებამაც 994 მილიონი ლარი შეადგინა, მეორე პოზიციაზეა თბილისი ბანკი, მესამეზე კი ლიბერთი.
17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზე იმყოფება, მათ შორის ყველაზე მსხვილ 7 მილიონიან ზარალზეა "სილქ ბანკი", 3.4 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", "ჰეშბანკს" კი 2.6 მილიონი ლარის ზარალი.
იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ქართული ბანკების მოგების მაჩვენებლები 2024 წელს ასეთია:
კომერციული ბანკი მოგება 8 თვეში (ლარებში)
1. საქართველოს ბანკი - 993 820 000
2. თი–ბი–სი ბანკი - 781 206 000
3. ლიბერთი ბანკი - 75 705 000
4. ბაზის ბანკი - 49 241 000
5. კრედო ბანკი - 39 010 000
6. ქართუ ბანკი - 26 795 000
7. პროკრედიტ ბანკი - 22 582 000
8. ტერა ბანკი - 19 750 000
9. ხალიკ ბანკი - 12 828 000
10. იშ ბანკ - 10 508 000
11. პაშაბანკი - 5 647 000
12. ზირაათ ბანკი - 3 974 000