რომელ სექტორშია ყველაზე მეტი დასაქმებული
2023 წელს საქართველოში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.8% - საშუალოზე, ხოლო 39.8% - მცირე ბიზნესზე. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ამავე ცნობით, საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 771.5 ათასი კაცი შეადგინა (2022 წელთან შედარებით 6.2%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 17.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2022 წელთან შედარებით 20.7%-ით მეტი).
2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ:
ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა) - 28.6%
ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 11.7 %
დამამუშავებელი მრეწველობა - 9.6%
ჯანდაცვის სოციალური მომსახურების საქმიანობები - 9.6%
„სტრუქტურაში ასევე მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების დარგზე - 8.4%, მშენებლობის - 8.3%, აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის - 5.7% და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების - 5.1%, დარგის საწარმოებზეც”, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.