ინტერნეტი, საზამთრო, კიტრი - კიდევ რა გაიაფდა ოქტომბერში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში ფასები წლიურად 0.3%-ით გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.
ამავე მონაცემების მიხედვით,წელს ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს ნიორი, კივი და ლიმონი. ხოლო, გაიაფებულია ინტერნეტის გადასახადი, საზამთრო და ანტიბიოტიკები.
საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ პროდუქციის ათეულს, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაიაფდა:
ინტერნეტი - 39.9%
საზამთრო - 30.51%
ანტიბიოტიკები - 26%
კიტრი - 22.3%
შპალერი - 18.1%
სიმინდის ფქვილი - 17.7%
კარტოფილი - 17.3%
ყურძენი - 15.6%
კომპიუტერი - 15.6%
წიწიბურა - 15.2%