რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით
2024 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, პენსიით 14 694-მა პირმა ისარგებლა, ხოლო პენსიის სახით 57.3 მლნ ლარი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.574 მლნ ადამიანია.
რაც შეეხება საპენსიო აქტივების ღირებულებას, ის 5.9 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.38 მლრდ ლარს გადააჭარბა.