ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა - ვინ არიან მთავარი სავაჭრო პარტნიორები
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6.010 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.9 %-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.
ამავე მონაცემების მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 43.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა და 2.588 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
საქსტატის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (510.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (385.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (253.8 მლნ. აშშ დოლარი).
გარდა ამისა, სხვა საექსპორტო პარტნიორები არიან:
რუსეთი - 510.738 მლნ აშშ დოლარი (ზრდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3.2%)
თურქეთი - 385.561 მლნ აშშ დოლარი (+20,5%)
ჩინეთი- 253.795 მლნ აშშ დოლარი (+3.1%)
სომხეთი - 144.860 მლნ აშშ დოლარი (+8.6%)
აშშ - 127.270 მლნ აშ დოლარი (+78.3%)
აზერბაიჯანი - 126.175 მლნ აშშ დოლარი (-4.3%)
ბულგარეთი - 104.502 მლნ აშშ დოლარი (-57.8%)
შვეიცარია - 98.291 მლნ აშშ დოლარი (+24.7%)
უკრაინა - 76.366 მლნ აშშ დოლარი (+18.1%)
ყაზახეთი - 70.649 მლნ აშშ დოლარი (+16%)