რა გაიაფდა დეკემბერში
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახდელი გაიაფდა. საუბარია, ფასის 40%-იან შემცირებაზე.
ღირებულების კლების ტენდენციით, საქსტატის მიხედვით, მეორე ადგილზეა ანტიბიოტიკები, რომლის ფასი დეკემბერში, 2023 წლის იგივე თვესთან შედარებით, 26%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, გთავაზობთ გაიაფებული პროდუქტების ათეულს:
ინტერნეტის გადასახდელი - 40%
ანტიბიოტიკები - 26%
საზამთრო - 14.3%
სიმინდის ფქვილი - 14%
კარტოფილი - 13.9%
ელექტროენერგიის გადასახდელი - 13%
შპალერი - 13%
დიზელის საწვავი - 11,6%
ატამი - 11,6%
მოსაპირკეთებელი მასალა - 11%
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3%-ით განისაზღვრა.