ქორწინების ოქროს ბეჭედი გაძვირდა
დეკემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.
ოქროს ფასები გაზრდილია საერთაშორისო ბაზრებზეც. უფრო კონკრეტულად, Gold Prices-ის 3 იანვრის მდგომარეობით, ერთი უნცია ოქროს ფასი 2 640 დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად ფასების 29.9%-ით ზრდაზე, ბოლო 5 წლის ჭრილში კი 74%-იან გაძვირებაზე მიუთითებს.
რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში იმპორტირებულია 2 230 დოლარის ღირებულების 35 კგ დაუმუშავებელი ოქრო. ქართული დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტმა კი ამავე პერიოდში 2.4 ტონა შეადგინა (ჯამური ღირებულებით 96 ათასი აშშ დოლარის).