სად და რამდენი სასტუმრო აშენდება მიმდინარე წელს
2024 წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ 3 სასტუმრო აშენდა, თუმცა, 2025 წლისთვის გაცილებით მეტი განთავსების ობიექტის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. დომენტის მიხედვით, 2024 წელს აშენდა Hilton Double Tree აბასთუმანში, Greet by Accor თბილისში, ხოლო Hotel "Bodbe" Sighnaghi კახეთში. რაც შეეხება 2025 წლის პერიოდს, ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯამში 15 სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.
მათ შორის იქნება, Best Western Plus Likani Resort - ბორჯომში და Rooms Abastumani - აბასთუმანში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წელს დაგეგმილ მშენებლობებს შორის, ყველაზე მეტნომრიანი (240 ოთახი) იქნება Telegraph a Radisson Collection Hotel (თბილისში), ხოლო ყველაზე პატარა, 42 ოთახიანი Salkhino Best Western Resort, მარტვილში.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2026 წელს დაგეგმილია 2 სასტუმროს მშენებლობა, 2027 წელს 1, 2028 წელს ასევე 1 განთავსების ობიექტის.